განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასა (EMIS) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21

დღეს, საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასა (EMIS) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელმძღვანელმა პირებმა დიმიტრი ბერიძემ და დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს ხელი.

შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ სიახლეების დანერგვაზე და ერთობლივ პროექტებზე, აბიტურიენტთა და სტუდენტთა ჩართულობისა და მათთვის ცოდნის გაზიარების მიზნით.

აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის Microsoft Teams-ის მძლავრი საკომუნიკაციო ონლაინ პლატფორმა იქნება გამოყენებული, რომლის მეშვეობითაც დისტანციური სწავლების პროცესი წარმატებით დაინერგა.

მხარეთა განცხადებით, რამდენიმე დღეში გაიმართება მასშტაბური სოციალური პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS), პროექტის მონაწილე სატელეკომუნიკაციო ოპერატორ “სილქნეტთან” ერთად, სწორედ Microsoft Teams-ის მეშვეობით განახორციელებს.

Comments
Loading...