გაზრდილი მგზავრთანკადის მომსახურების მიზნით  დამატებითი მატარებელი ინიშნება

6

საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის  მომსახურების მიზნით, 18 აგვისტოს „საქართველოს რკინიგზა“   თბილისიდან და  ბათუმიდან ორივე  მიმართულებით, სამგზავრო მატარებელს ამატებს.

მატარებელი  იმოძრავებს  შემდეგი განრიგით:

18/08/2019    თბილისი – ბათუმი –  თბილისი   №888/887
  გასვლა- თბილისი  ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი  ჩამოსვლა- თბილისი
09:0514 :4218:3000:07

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. 

ბილეთები იყიდება  ასევე ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

Comments
Loading...