„გაზპრომი“, „ნაფტოგაზ უკრაინას“, დავის მოგვარების მიზნით 2,6 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას სთავაზობს

4

კომპანია გაზპრომმა, კომპანია „ნაფტოგაზ უკრაინას“ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა, რომლის საშუალებითაც დარეგულირდებოდა ორ კომპანიას შორის არსებული დავა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა ისაუბრა.

2018 წელს, სტოკჰოლმის არბიტრაჟმა „გაზპრომს“, კომპანია „ნაფტოგაზისთვის“, ტრანზიტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გაზის არ მიწოდების გამო, 4,63 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. მანამდე კი, არბიტრაჟმა კიევს „გაზპრომისთვის“, უკვე მიწოდებული გაზისა და პლუს პროცენტებისთვის 2 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა, ანუ კომპანია „გაზპრომს“, უკრაინული „ნაფტოგაზის“ წინაშე 2,6 მილიარდი აშშ დოლარი მართებს, თუმცა გადახდაზე უარი თქვა და არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. უკრაინულმა მხარემ კი „გაზპრომის“ აქტივების დაბლოკვა დაიწყო სხვადასხვა ქვეყნებში.

მინისტრის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისთვის არსებობს მთელი საჭირო იურიდიული ბაზა და მისი თქმით, მისი ხელმოწერა უკრაინელ პარტნიორებთან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი იქნებოდა სამომავლო კონსტრუქციულ ურთიერთქმედებაში.

მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „გაზპრომი“ მზადაა ტრანზიტული კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის ამჟამად არსებული პირობებით.

„ნაფტოგაზში“, კომპანია „გაზპრომს“ ბრალს სდებენ იმაში, რომ კომპანია, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების საშუალებით უბრალოდ დროს წელავს, რათა მოასწროს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის აშენება და შემდეგ დაელოდოს არჩევნებს, რომლის შემდეგად უკრაინის პოლიტიკური კურსი შესაძლოა შეიცვალოს. 2019 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად კი, ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა, რომელმაც ამ საკითხში გააგრძელა მისი წინამორბედის, პეტრ პოროშენკოს პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა უკრაინის შემოვლით გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობას.

Comments
Loading...