“გაზპრომი”, ზაფხულის განმავლობაში, რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული კომპანია მეორედ გახდა

9

კომპანია „გზპრომის“ კაპიტალიზაციამ, მოსბირჟის მონაცემებით, 5,17 ტრილიონი რუბლი შეადგინა, თითო აქციაზე 218,3 რუბლით. ამგვარად, კომპანიამ ზაფხულის განმავლობაში მეორედ გადაუსწრო „სბერბანკს“ კაპიტალიზაციით და რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა.

„სბერბანკის“ კოტირება დილიდანვე დაეცა. ბანკის ჩვეულებრივმა აქციებმა 229,7 რუბლი შეადგინა, ხოლო პრივილეგირებულმა აქციებმა – 201,85 რუბლი. ამგვარად, კომპანიის კაპიტალიზაციამ 5,16 ტრილიონი რუბლი შეადგინა.

„გაზპრომმა“ ერთხელ აქამდე უკვე გადაუსწრო კაპიტალიზაციით ივნისის დასაწყისში. კომპანიის აქციების ფასმა მოიმატა გავრცელებული ინფორმაციის ხარჯზე, რომლის მიხედვითაც, იგი ახალ სადივიდენდო პოლიტიკაზე მუშაობს. ივლისის დასაწყისში „გაზპრომის“ კაპიტალიზაციამ 6 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა და გააგრძელა ზრდა, თუმცა შემდეგ, 17 ივლისს, „სბერბანკმა“ კვლავ დაიბრუნა ლიდერობა.

Comments
Loading...