“გაზპრომის” შვილობილი ორი კომპანია, დედობილი კომპანიის აქციების 3%-ს ბირჟაზე განათავსებს

7

კომპანია „გაზპრომის“ ორმა შვილობილი სტრუქტურა, Gazprom Gerosgaz Holdings BV და Rosingaz Limited, რომლებიდანაც ერთი ნიდერლანდებშია დარეგისტრირებული, ხოლო მეორე – კვიპროსზე, 25 ივლისს, მოსკოვის ბირჟაზე „გაზპრომის“ 693,63 მილიონი აქციის განთავსებას აპირებს. ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას კომპანია „გაზპრომი“ ავრცელებს.

ეს პაკეტი შეესაბამება „გაზპრომის“ საწესდებო კაპიტალის 2,93%-ს და მოსკოვის ბირჟის დახურვისას დაფიქსირებული კოტირებებიდან გამომდინარე, 147 მილიარდ რუბლად არის შეფასებული.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაყიდვები ერთიანი ფასით მიმდინარეობს, რომელიც აქციების მთლიან პაკეტს მოიცავს. პაკეტის ნაწილობრივი გაყიდვა გათვალისწინებული არ არის. განცხადებების შეგროვება ხუთშაბათს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მოხდება.

კომპანია „გაზპრომის“ 50%-ზე მეტს ხელისუფლება აკონტროლებს. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვის ფედერალურ სააგენტოს 38,37% ეკუთვნის, „როსნეფტგაზს“ – 10,97%, „როსგაზიფიკაციას“ – 0,89%.

Comments
Loading...