“გაზპრომის” აქციების ფასებმა ბოლო 10 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

7

მოსკოვის ბირჟაზე გრძელდება კომპანია „გაზპრომის“ აქციების ფასების ზრდა. მხოლოდ შუადღემდე კომპანიამ მოახერხა და სბერბანკის მაჩვენებლებს გადაასწრო საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით, ხოლო 13:05 საათისთვის, კომპანიის აქციების ღირებულებამ, პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში, თითოზე 250 რუბლი შეადგინა.

„გაზპრომის“ აქციების ზრდის პიკზე, თითო აქცია 251,65 რუბლი ღირდა, რაც 16,99%-ით აღემატება წინა ვაჭრობის დახურვისას დაფიქსირებულ ფასებს. დღევანდელი მაჩვენებელი გახდა რეკორდული 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული, წინა ჯერზე, კომპანიის აქციები, თიო 250 რუბლი 2008 წლის 22 აგვისტოს ღირდა.

ამგვარ ზრდას ანალიტიკოსები რეკორდული რაოდენობის დივიდენდების გადახდას უკავშირებენ, რომელიც კომპანიამ უნდა განახორციელოს. 30 მაისს, „გაზპრომის“ ფინანსური დეპრტამენტის ზელმძღვანელმა ალექსანდრ ივანიკოვმა განაცხადა, რომ კომპანიამ აქციონერებს შესაძლოა, სამი წლის განმავლობაში მოგების 50% უხადოს. გავრცელებულ დოკუმეტში აღნისნულია, რომ „გაზპრომი“ დივიდენდების ახალი პოლიტიკის შემუსავებზე მუშაობს.

Comments
Loading...