გადაინახე დღეს, გადაიხადე ხვალ! – “კარფურის” უპრეცედენტოდ მარტივი და მომგებიანი განვადება მომხმარებლისთვის

10

„გადაინახე დღეს, გადაიხადე ხვალ!“ – საქართველოში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“ , მომხმარებელს უპროცედენტოდ მარტივ და სამომხმარებლო ინტერესებზე მორგებულ საგანვადებო სისტემას სთავაზობს.

ნივთის შეძენის ახალი მეთოდი „ლეი-ბაი“ გთავაზობთ შიდა განვადებას ყოველგვარი ზედმეტი დოკუმენტების, სახელფასო ცნობებისა და საბანკო ამონაწერების გარეშე.

თუ გსურთ ახალი ტექნიკის ან ავეჯის შეძენა, მაგრამ თანხის უკმარისობის ან სხვა მიზეზის გამო ამას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ეწვიოთ კარფურის ჰიპერმარკეტებს თბილისი მოლსა და ისთ ფოინთში და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნივთი კარფურის ახალი  უმარტივესი საგანვადებო სისტემის მეშვეობით.

კარფურის ჰიპერმარკეტებში ნივთის შეძენის ახალი მეთოდი „ლეი-ბაი“, ძალიან მარტივ წესებზეა აწყობილი. განვადების დასრულებამდე ნივთის გაძვირების შემთხვევაში  მისი ღირებულება მომხმარებლისთვის იგივე რჩება, ხოლო გაიაფების შემთხვევაში  კი ღირებულება იკლებს, რაც მთავარია მომხმარებელი ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული რჩება.

 

ლეი-ბაი წესები პირობები

  • კარფური არეზერვებს საქონელს მომხმარებლის სახელით.
  • რეზერვაცია ვრცელდება მხოლოდ მცირე და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის კატეგორიის საქონელზე, რომელთა ერთეულის ღირებულება აღემატება 200 (ორასი) ლარს.
  • პირველადი გადასახდელი – არანაკლებ საქონლის ფასის 20 %.
  • კარფური აფიქსირებს შერჩეული საქონლის სარეალიზაციო ფასს პირველადი გადასახდელის გადახდის დღეს.
  • საქონლის ფასის გაზრდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ფასი დარჩება უცვლელი.
  • საქონლის ფასის შემცირების შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ფასი შემცირდება.
  • მომხმარებელი უფლებამოსილია საქონლის საფასური დაფაროს მაქსიმუმ 3 გადახდით საპროცენტო სარგებლის გარეშე.
  • საქონლის საფასურის დაფარვის საერთო ვადაა 90 დღე პირველადი გადასახდელის გადახდის დღიდან და აღნიშნული ვადა გაგრძელებას არ ექვემდებარება.
  • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეწყვეტს ხელშეკრულებას საქონლის საფასურის სრულად გადახდამდე, ან მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს საქონლის საფასურის სრულად გადახდას პირველი გადახდიდან 90 დღის განმავლობაში, კარფური უფლებას იტოვებს დააკისროს მომხმარებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეწყვეტისთვის 10%-ის ოდენობით, რომელიც დაიქვითება მომხმარებლის მიერ უკვე გადახდილი თანხიდან.
  • კარფური უფლებამოსილია დაქვითოს 10%-ის ოდენობის პირგასამტეხლო, რომელიც გამოითვლება საქონლის საწყისი სარეალიზაციო ფასიდან დღგ-ს ჩათვლით, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურს გააუქმოს ხელშეკრულება 90-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ან იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს.
  • მომხმარებელს საქონელი არ გადაეცემა მის მიერ საქონლის საფასურის სრულად გადახდამდე.
  • წინამდებარე ხელშეკრულების მონაწილე მომხმარებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.
Comments
Loading...