- Advertisement -

გაგუა: საქსტატის მონაცემები იმის დემოსნტრირებაა, რომ საქართველოში ბიზნესგარემო მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისათვის

25

"საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები ფინანსთა  მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ შეაფასა, მისი თქმით პირველ კვარტალში დაფიქსირებული პირდაპირი  ინვესტიციების   9.4% -იანი ზრდა მნიშვნელოვნად პოზიტიური ციფრია.

"გასული წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით  რეკორდული იყო ჩვენი ქვეყნისთვის და  ის იყო უპრეცედენტო   რეგიონის ფარგლებშიც.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველომ კვლავაც განაგრძოს პირდაპირი უცხოური ინვესიტიციების მოზიდვის  ზრდის ტენდენცია. საქსატატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები არის იმის დემოსნტრირება, რომ საქართველოში ბიზნესგარემო არის ძალიან   კარგი უცხოური ინვესტიციებისათვის და ჩვენი ამოცანაა აღნიშული გარემოს გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდეს", – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ "საქსტატის" მიერ დღეს  გამოქვეყნებული  მონაცემების  მიხედვით,  2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ  389.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით  9.4 პროცენტით (33.4 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მეორე კვარტალში 34.3 პროცენტით (45.7 მლნ. აშშ. დოლაით) გაიზარდა  რეინვესტირების მაჩვენებელი და 178.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.   რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 45.9 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

Comments
Loading...