- Advertisement -

გაგუა: ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში თითქმის 4 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული

68

მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა მთავრობის ვალის მოცულობა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

მისი განცხადებით, ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში თითქმის 4 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.

"თუ წლის დასაწყისში ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში 44,0%-ს შეადგენდა, 6 თვის შედეგებზე დაყრდნობით, მთავრობის ვალის მოცულობა 40,2%-ია", – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით,  მთავრობის ვალის აღნიშნული მაჩვენებელი დათვლილია მეორე კვარტლის ბოლოსთვის არსებული ვალის ნაშთის ფარდობით მშპ-ს ბოლო ოთხი კვარტლის ჯამზე (2018 წლის მშპ-ს პირველი და მეორე კვარტლების და 2017 წლის მშპ-ს მესამე და მეოთხე კვარტლების ჯამი).

"ჩვენი საშუალოვადიანი მიზანია, აღნიშნული მაჩვენებელი 40 პროცენტზე დაბლა, 30-იანების ფარგლებში ჩამოვიდეს, რაც ვფიქრობთ,შემდგომი სამი წლის განმალობაში აბსოლუტურად მიღწევადია და ეს არის ფინანსთა სამინსიტროს სტრატეგიული მიზანი," – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

Comments
Loading...