“გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით” – ბათუმი ქალთა ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს

9

“გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით” – ბათუმი ქალთა ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის მიზანია ბიზნესში ქალების გაძლიერება და ქალი მეწარმეების წახალისებაა. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორგანიზებით იმართება.

ორდღიანი ფორუმზე იმსჯელებენ ბიზნესკომპანიების როლზე ქალთა გაძლიერების მიმართულებით, განიხილავენ წარმატებული ქალების კონკრეტულ ისტორიებს. ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ.

ფორუმის მეორე დღე ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზებულ აქტივობებს, გასართობ და შემეცნებით თამაშებს, მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვას, საინფორმაციო სტენდებსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგოების მარშს დაეთმობა.

კამპანიის მიზანია, გააუმჯობესოს სოციალურად დაუცველი ქალებისა და დამწყები ქალი მეწარმეების კავშირები კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან. იგი ეყრდნობა ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ, 2010 წელს შემუშავდა. აღნიშნული პრინციპები და რეკომენდაციები ეხმარება ბიზნესს, რათა მან ხელი შეუწყოს ქალებს სამუშაო ადგილებზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. ფორუმი ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ბათუმის შემდეგ, ივლისში, ეკონომიკურ ფორუმს ზუგდიდი უმასპინძლებს.

Comments
Loading...