ბრიტანულმა რეგულატორმა, რუსული ტელეკომპანია RT, 200 000 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა

12

ბრიტანულმა რეგულატორმა Ofcom მიიღო გადაწყვეტილება, მაუწყებლობის წესების დარღვევის გამო, რუსული სახელმწიფო ტელეკომპანია RT-ის 200 000 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმების შესახებ.

„გამოძიების შედეგად ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ RT-მ ვერ მოახერხა მიუკერძოებლობის შენარჩუნება შვიდ საინფორმაციო გამოშვებაში, რომლებიც ეთერში, 2018 წლის, 17 მარტიდან 26 აპრილამდე შუალედში გავიდა“, – ნათქვამია რეგულატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, რეგულატორის მოსაზრებით, ტელეკომპანია არ ითვალისწინებდა ვალდებულებას მიუკერძოებლობის შესახებ მაშინ, როდესაც აშუქებდა ბრიტანეთის ხელისუფლების პოზიციას სოლსბერში სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლის საქმესთან და სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით.

ტელეკომპანიამ RT განაცხადა, რომ აღშფოთებული ბრიტანული რეგულატორის გადაწყვეტილებით და ჯარიმის მოცულობით.

ტელეკომპანია RT-ის წინააღმდეგ გამოძიება გასულ წელს დაიწყო. Ofcom-მა გამოიძია ტელეკომპანიის 10 გამოშვება, საიდანაც სამში რეგულატორმა დარღვევები აღმოაჩინა. დეკემბერში, რეგულატორმა გამოაქვეყნა შესაძლო დარღვევების დეტალური მიმოხილვა ტელეკომპანიის პასუხებითა და რეგულატორის დასკვნებით.

ამასთან, Ofcom-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგულატორი ამ საკითხთან დაკავშირებით ელოდება უმაღლესი სასამართლოს გადაწყვტილებას, მანამ სანამ ჯარიმის გადახდას ოფიციალურად მოითხოვს.

Comments
Loading...