ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თაუნჰაუსი 3,7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

3

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა, ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე თავისი თაუნჰაუსი 3,7 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. სახლის მყიდველის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ჯონსონმა თაუნჰაუსი ცოლთან – მარინასთან ერთად 2009 წელს, 2,3 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა. ერთი წლის წინ კი წყვილმა განქორწინების შესახებ განაცხადა. სახლი 914 კვ.მ.-ია. იგი 1841 წელს აშენდა.

თაუნჰაუსში ოთხი საძინებელი, ორი სამუშაო კაბინეტი, სამზარეულო და მისაღები ოთახია. იქ აგრეთვე არის დიდი ტერასა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბორის ჯონსონს სახლი აუქციონზე გაჰქონდა, ცნობილი მაისში გახდა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს თაუნჰაუსი რამდენიმე თვის განმავლობაში ქირავდებოდა კვირაში 2 ათას ფუნტ სტერლინგად.

Comments
Loading...