ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, “გაზპრომმა” ევრობონდები აშშ დოლარში განათავსა

8

კომპანიამ “გაზპრომი”, ორი წლის განმავლობაში პირველად, 1,25 მილიარდი აშშ დოლარის ევრობონდები განათავსა.

ამით კომპანიამ ისარგებლა ინვესტორებს შორის გაზრდილი მოთხოვნით. ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ შეთავაზების ღირებულებას 4,5-ჯერ გადააჭარბა.

ევრობონდების განთავსება ირლანდიის საფონდო ბირჟაზე მოხდა.

განთავსების ორგანიზატორები კი იყვნენ “გაზპრომბანკი”, “ვითიბი კაპიტალი”, “რენესანს კაპიტალი”, JPMorgan, Banca IMI, Credit Agricole CIB, Mizuho Securities და SMBC Nikko.

“გაზპრომის” ევრობონდები დოლარში უკვე თითქმის ორი წელია, რაც არ განთავსებულა. ბოლოს, კომპანიამ ინვესტორებს საკრედიტო ქაღალდები ამ ვალუტაში 2017 წლის მარტში შესთავაზა. მაშინ “გაზპრომმა” 10-წლიანი ევრობონდები 750 მილიონ აშშ დოლარად განათავსა.

2018 წელს “გაზპრომი” სამჯერ გავიდა საერთაშორისო საკრედიტო ბაზარზე და ევროში ევრობონდების ორი და შვეიცარულ ფრანკში ერი გამოშვება განათავსა.

Comments
Loading...