- Advertisement -

“ბლექ სი არენაზე” ანსამბლი “ივერია” განახლებულ “ჩხიკვთა ქორწილს” წარმოგიდგენთ

87

28 აგვისტოს, "Check In Georgia"-ს ფარგლებში, "ბლექ სი არენაზე", შემოქმედებითი გაერთიანება "ლომისი" და ანსამბლი "ივერია" წარმოგიდგენთ განახლებულ მიუზიკლს "ჩხიკვთა ქორწილი". ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც "ბლექ სი არენაზე" ქართული მიუზიკლი დაიდგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღონისძიების დეტალები საზოგადოების პრესკონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ,   „ბლექ სი არენას“ დირექტორმა ანი კავლელიშვილმა, შემოქმედებითი გაერთიანება "ლომისის" გენერალურმა დირექტორმა გია ბაღაშვილმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ბაღაშვილმა  გააცნეს.

"ჩხიკვთა ქორწილი" უკვე თითქმის 40 წელია, წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს გახმაურებული მიუზიკლი, რომელზეც თაობები გაიზარდა, სხვადასხვა წელს თითქმის 800-ჯერ ჩატარდა.

წლევანდელი "ჩხიკვთა ქორწილი" ეძღვნება ანსამბლ "ივერიის" 50 წლის იუბილეს. ლეგენდარულ "ივერიელებთან" – თემურ წიკლაურთან, მანანა თოდაძესთან, ნუგზარ კვაშალთან, ვახტანგ ტატიშვილთან და სხვებთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარდგებიან ახალი თაობის ვარსკვლავები:  ნუცა ბუზალაძე (ქეთევანი), ანდრია გველესიანი (ზაქარა), ბორის ბედია (ყვავი), პოპულარული ანსამბლი: "ქუჩის მუსიკოსები" გია ბაღაშვილის ხელმძღვანელობით და სხვ.

Comments
Loading...