ბი ბოტი უკვე სამედიცინო მომსახურების ხარჯებს აგინაზღაურებთ

3

ციფრული და ინოვაციური სერვისები თიბისი დაზღვევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ თიბისი დაზღვევა კიდევ უფრო გამარტივებულ მომსახურებას გთავაზობთ – მათ, ვინც უკვე სარგებლობთ ჯანმრთელობის დაზღვევით, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება Facebook Messenger-ის ჩეთიდან გაუსვლელად შეგიძლიათ.

ბი ბოტთან რამდენიმე წუთიანი გასაუბრებით შეგიძლიათ მოითხოვოთ და ძალიან სწრაფად მიიღოთ ანაზღაურება. ამისთვის უნდა გაუგზავნოთ თქვენი ანგარიშის ნომერი, ფორმა ასი/დანიშნულება, ქვითარი აფთიაქიდან/კლინიკიდან და ინვოისი, ან შემოსავლის ორდერი. აღნიშნული დოკუმენტების სურათების გადაგზავნის შემდეგ, 500 ლარამდე მომსახურების თანხა 1 დღეში, 500 ლარზე მეტის შემთხვევაში კი 3 დღემდე ვადაში ჩაგერიცხებათ. უკვე არსებული მოთხოვნის დოკუმენტაციის ჩამატება კი მარტივად, მხოლოდ დამატებით ფოტოს ატვირთვით შეგიძლიათ.

ბი ბოტის ჩეთში შესაძლებელია საკუთარი ანაზღაურებების სტატუსის შემოწმებაც და სადაზღვევო ბარათის ელექტორნული ვერსიის ნახვაც.

ასევე, თუ დაგჭირდებათ კომუნიკაცია ცხელი ხაზის ოპერატორთან, ბი ბოტი მესინჯერიდანვე დაგაკავშირებთ მას.

Comments
Loading...