ბიტკოინის ღირებულება 4 000 აშშ დოლარამდე დაეცა

7

30 ნოემბრის მონაცემებით, ბიტკოინის საშუალო ფასმა კვლავ კლება დაიწყო – რამდენიმე საათის განმავლობაში იგი 8%-მდე დაეცა და 4000 აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, XRP-ის კურსმაც დაიკლო, 7,5%-ით შემცირდა და 0,35 აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება Ethereum-ს, იგი 7%-ით შემცირდა და 113 აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანობაში, ინდუსტრიის კაპიტალიზაცია კი 138-დან 129 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც ფაქტობრივად 7%-იანი მაჩვენებელია.

აგრეთვე შემცირდა უმრავლესობა აქტივების ფასიც – EOS და Litecoin 10%-ით გაიაფდა, Cardano12%-ით, Tron – 15%-ით.

ამის პარალელურად კი, მნიშვნელოვნად გაიზარდა ნაკლებად ცნობილი ალტკოინების ღირებულება – Theta Token 40%-ით, ხოლო Gold Bits Coin 28%-ით.

აქამდე Funstrat-ის ანალიტიკოსმა ტომ ლიმ განაცხადა, რომ უახლოესი სამი თვის განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება შესაძლოა კიდევ უფრო დაეცეს, თუმცა მან აგრეთვე აღნიშნა, რომ შორეულ პერსპექტივაში ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მისი თქმით, თეორიულად, უახლოესი 10 წლის განმავლობაში კრიპტოვალუტა 10 მილიონ აშშ დოლარამდე ავა.

Comments
Loading...