ბიტკოინის ღირებულება კვლავ გაიზარდა – ბაზრის კაპიტალიზაციამ 141 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

15

ბიტკოინის საშუალო ღირებულება 4093 აშშ დოლარამდე ავიდა, გასული დღეების განმავლობაში მაჩვენებელმა 1%-ით მოიმატა.

8 თებერვალს კრიპტოვალუტა 3400 აშშ დოლარი ღირდა, მას მერე მაჩვენებელმა 20%-ით მოიმატა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ციფრული ფულის საერთო კაპიტალიზაცია 27%-ით გაიზარდა და 141,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს უახლოვდება, 142,9 მილიარდ აშშ დოლარს, რომელიც 24 თებერვალს დაფიქსირდა.

ალტკოინების უმრავლესობა დღეს მწვანე ზონაშია. ყველაზე მეტად კაპიტალიზაციით, 100 უმსხვილეს მონეტას შორის Ontology გაძვირდა, მისი ღირებულება 24%-ით გაიზარდა გასული დღეების განმავლობაში. Ravencoin-ის კურსი 19%-ით გაიზარდა, Tezos კი – 17%-ით. ციფრული ფულის სავაჭრო მოცულობა მაღალია და იგი 33 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა თებერვლის ბოლომდე მისი მაჩვენებელი 20 მილიარდს არ აჭარბებდა.

ბიტკოინების წილი ბაზარზე მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა და ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 50,8% შეადგინა. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს ალტკოინების ინვესტორების ზრდასთან.

Comments
Loading...