ბიტკოინის ღირებულებამ, 2018 წლის ივლისიდან მოყოლებული პირველად, 8 000 აშშ დოლარს გადააჭარბა

65

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის კურსმა, რომელიც 2017 წლის დეკემბერში ჯერ კიდევ 20 ათასი აშშ დოლარი ღირდა, 14 მაისს, გასული წლის ივლისიდან მოყოლებული, პირველად გადააბიჯა 8 ათას აშშ დოლარიან მაჩვენებელს.

სავაჭრო ბირჟაზე ბიტკოინი 7,9 ათასი აშშ დოლარი ღირდა თავდაპირველად, შემდეგ მისი ღირებულება 7,96 ათასი აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბიტკოინის მაქსიმალურმა მაჩვენებელმა, რომელიც CoinMarketCap-ზე დაფიქსირდა, 8047 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო CoinDesk-ზე – 8148 აშშ დოლარი.

ბოლო კვირის განმავლობაში, CoinMarketCap-ზე ბიტკოინის კურსი გაიზარდა და 5,8 ათას აშშ დოლარს მიაღწია. CoinDesk-ზე კი, ბოლო 7 დღის განმავლობაში, ბიტკოინის მინიმალურმა მაჩვენებელმა 5,7 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, 9 მაისისთვის კი კურსი უკვე გამყარდა და 6 ათასი აშშ დოლარიან მაჩვენებელს მიაღწია, 12 მაისს კი აღნიშნული ციფრი 7 ათას აშშ დოლარამდე ავიდა.

ბიტკოინის ღირებულებამ თავის მაქსიმალურ მაჩვენებელს 2017 წელს მიაღწია. მაშინ, რამდენიმე თვეში კრიპტოვალუტა 1300%-ით გაძვირდა და დეკემბერში, ზოგიერთ ბირჟაზე, მისმა ღირებულებამ 20 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, ამის შემდეგ, ბიტკოინის კურსმა დაცემა დაიწყო. 2018 წლის თებერვლის დასაწყისში, კრიპტოვალუტის ღირებულებამ თავისი მაქსიმალური მაჩვენებლის ნახევარი დაკარგა.

Comments
Loading...