ბიტკოინის კურსი 8 235 აშშ დოლარამდე დაეცა

30

19 ნოემბერს ბიტკოინის კურსი კვლავ დაეცა, რაც ნოემბრის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია და 8 235 აშშ დოლარს უტოლდება. ამ მომენტისათვის ბიტკოინი 8 244 აშშ დოლარის დონეზეა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში 4%-ით გაუარესებული მაჩვენებელია.

კრიპტოვალუტის მკვეთრი ვარდნა გუშინ საღამოს დაიწყო, როდესაც სამი საათის განმავლობაში იგი 8 550 აშშ დოლარიდან 8 270 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. ამასთან, ბიტკოინის სავაჭრო მოცულობა 22%-ით გაიზარდა და 22 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მთავარი კრიპტოვალუტის კურსი 5 ნოემბერიდან მოყოლებული ეცემა, მას მერე, რაც მან 9 500 აშშ დოლარიან ნიშნულს მიაღწია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბიტკოინი 14%-ით გაიაფდა. ამასთან, ხუთი თვის განმავლობაში კრიპტოვალუტამ ღირებულების 40%-ზე მეტი დაკარგა.

Comments
Loading...