ბილ გეიტსმა ეკოლოგიურად სუფთა ხომალდი შეუკვეთა, რომლის ღირებულებაც 644 მილიონი აშშ დოლარია

7

ბილ გეიტსმა ეკოლოგიურად სუფთა ხომალდი შეუკვეთა, რომელიც თხევად წყალბადზე მუშაობს. მისი ღირებულება 644 მილიონი აშშ დოლარის. გემის პრეზენტაცია 2019 წელს, მონაკოში მოხდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

ძვირადღირებული გრმი ჰოლანდიურ ფირმა Sinot-ს ეკუთვნის. მისი სიგრძე 112 მეტრია. მას 5 გემბანი აქვს, 14 მგზავრისა და ეკიპაჟის 31 წევრისთვის. მთავარი შტრიხი გემის ორი 28-ტონიანი ჰერმეტული რეზერვუარია, რომლებიც წყალბადით არის გავსებული, ტემპერატურა კი -253 გრადუსია. თხევადი საწვავი წარმოქმნის ენერგიას ორი ძრავისთვის, ჩაშენებული საწვავის უჯრედების გამოყენებით, რომლებიც ენერგიას წარმოქმნიან ჟანგბადთან ურთიერთქმედებისას.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გემი ბილ გეიტს 2024 წლამდე მაინც ვერ ექნება. თუმცა, როდესაც ეს საბოლოოდ მოხდება, მას თავის ეკოლოგიური ხომალდით 20 კმ/სთ სიჩქარით შეეძლება მოძრაობა.

64 წლის ბილ გეიტსი მსოფლიოში რიგით მეორე უმდიდრეს ადამიანდ არის მიჩნეული. მისი ქონება 118 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

Comments
Loading...