ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.5%-ით შემცირდა

7

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის II კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.5 პროცენტით შემცირდა და 22.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2020 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 9.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.3 პროცენტით ნაკლებია:

2020 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 58.8 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.8 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 23.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43.7 პროცენტი, საშუალოზე – 25.7 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 30.6 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წლის II კვარტალში 12.9 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 7.7 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2 პროცენტით ნაკლები).

Comments
Loading...