ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის II კვარტალში 26.6%-ით გაიზარდა

8

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.6 პროცენტით გაიზარდა და 25.2 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 11.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 12.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2019 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 52.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 20.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 27.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში. მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.1 პროცენტი, საშუალოზე – 25.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 34.1 პროცენტი.

Comments
Loading...