ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა

3

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„კიდევ ერთი ახალი წევრი გუნდის და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყო გახლავთ მიხეილ დაუშვილი, ის დღეიდან დაინიშნება ბიზნეს ომბუდსმენად, მოგეხსენებათ რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ რომ ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, შევქნათ ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები. ამით დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს.

ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მხარდაჭერა ბიზნესის იქ, სადაც კანონი ამის საშუალებას გვაძლევს, ეს იქნება ბატონი მიხეილს ძირითადი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ამოცანას.

ამასთან ერთად, თითოეულ ბიზნესმენს ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენელს, მსხვილი ბიზნესი იქნება, საშუალო, თუ წვრილი, მინდა ვუთხრა და დავპირდე, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთის განმავლობაში იქნება პრემიერ მინისტრის კაბინეტში მოხვედრილი. ამიტომ, ეს ეფექტური თანამშრომლობა ეფექტურ ბმა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის არის ძალზე მნიშვნელოვანი. ამიტომ, კოლეგებო, მინდა გთხოვოთ, თქვენც აქტიურად ითანამშრომლოთ ბიზნესომბუდსმენის აპარატთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comments
Loading...