“ბიგმაკის ინდექსის” მიხედვით, რუბლი, დოლართან შედარებით ყველაზე დაუფასებელი ვალუტაა

18

ჟურნალმა Economist „ბიგმაკის ინდექსის“ შედეგები გამოაქვეყნა. სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა ვალუტაში, ბუტერბროდის ინდექსის ავტორებმა ამერიკული დოლარის სამართლიანი ღირებულება დაადგინეს.

როგორც ირკვევა, აშშ დოლარი გაცილებით ძვირია სხვა ყველა დანარჩენ ვალუტაზე გარდა შვეიცარული ფრანკისა, ხოლო ყველაზე დაუფასებელი ვალუტა რუსული რუბლი აღმოჩნდა.

ინდექსის მიხედვით ირკვევა, რომ რუბლის ვალუტის კურსი 64,5%-ით მაღალია რუსული რუბლის რეალურ ღირებულებაზე. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უკრაინული გრივნა, რუმინული ლეი, სამხრეთ აფრიკული რენდი და მალაიზიური რინგიტა.

ავტორები აღნიშნავენ, რომ თუკი აშშ-ში ბიგმაკი 5,74 აშშ დოლარი ღირს, რუსეთში მისი ფასი 130 რუბლია, რაც ოდნავ აღემატება 2 აშშ დოლარს.

რუბლი ყველაზე დაუფასებელ ვალუტად, ბიგმაკის ინდექსის მიხედვით ნახევარი წლის წინაც დასახელდა.

რაც შეეხება ვალუტებს, რომლებიც აშშ დოლართან ყველაზე ახლოს არიან, ესენია შვედური კრონა, კანადური დოლარი, ნორვეგიული კრონა, ისრაელური შეკელი.

ინდექსის მეშვეობით დგინდება ვალუტის მსყიდველუნარიანობა McDonald’s-ში ბიგმაკის ღირებულებიდან გამომდინარე.

„ბიგმაკის ინდექსი“, რომლის დათვლასაც The Economist-ი 1986 წლიდან ახორციელებს, იქიდან გამომდინარეობს, რომ ინგრედიენტები, რომლისგანაც იგი ტრადიციულად მზადდება, ერთნაირფასიანი უნდა იყოს ყველა ქვეყნისთვის, სადაც კი რესტორნის ქსელი არსებობს.

მსყიდველუნარიანობის პარიტეტის თეორიის მიხედვით, ვალუტის იდეალური მდგომარეობის შემთხვევაში, ერთი და იგივე თანხა რომ სხვადასხვა ვალუტაში გადაიყვანო, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ერთი მოცულობის პროდუქციის ყიდვა უნდა შეგეძლოს. ამგვარად, სხვადასხვა ქვეყნებში ბიგმაკის ღირებულებას შორის განსხვავების მიხედვით, შესაძლებელია დადგინდეს ამა თუ იმ ვალუტის დაუფასებლობა.

Comments
Loading...