ბელგიაში Uber-ის მუშაობა აიკრძალა

13

ბრიუსელის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Uber-ი უკანონოდ გამოცხადდა. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ორჯერ – სექტემბერში და დეკემბერში მგზავრთა მომსახურების უფლება მხოლოდ მათ ჰქონდათ, ვინც შესაბამისს ლიცენზიას ფლობდა და ავტომობილებზე ტაქსის ნიშანი ჰქონდათ.

კომენტარისას, Taxi Verts-ის ხელმძღვანელი მიშელ პეტრი აცხადებს, რომ Uber-ი აქამდე ახდენდა სასამართლოს გადაწყვეტილების ინტერპრეტაციას და ბელგიაში აგრძელებდა მუშაობას. ბელგიის ამჟამინდელი გადაწყვეტილებით კი, ქვეყანაში კომპანიის მუშაობა იკრძალება.

აქამდე სასამართლოს მიმართა ტაქსის მძღოლთა ფედერაციამ, რომელმაც განაცხადა, რომ Uber BV მართალი არ არის, როდესაც აცხადებს, რომ მხოლოდ შუამავალია.

“Uber-ი აწესებს ტარიფებს, ადგენს ანგარიშებს, ირჩევს მძღოლებს. ეს შუამავალი არ არის, არამედ ეს არის კომპანია, რომელსაც გადაჰყავს მგზავრები”, – აცხადებს ფედერაციის ადვოკატი ანტუან შომე.

თავად კომპანიაში უარყოფენ ბრალდებებს, მათ შორის აცხადებენ, რომ კორპორაციას არ დაურღვევია ბელგიის კანონმდებლობა.

Comments
Loading...