- Advertisement -

ბახტაძე: ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ექსპორტის გაზრდა, რათა შემცირდეს სავაჭრო დეფიციტი

6

“ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ ექსპორტი, რომ შევაცმიროთ ის ძალიან მძიმე და მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“მინდა შევეხო ჩემს ვიზიტს ჩინეთში, სადაც ვიმყოფებოდი ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით. ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფორუმში მივიღეთ მონაწილეობა.

ქვეყნები, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი ამ ფორუმში, სწორედ ეს ქვეყნები განიხლებიან მთავარი იმპორტის წყაროდ ჩინეთისთვის. ჩინეთის მთვარობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რამდენიმე მილიარდით გეგმავს იმპორტის გაზრდას ამ ქვეყნებიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო არის ამ ქვეყნების რიცხვში.

პირადი შეხვედრისას ბატონ პრეზიდენტთსნ სი ძინპინთან გვქონდა საუბარი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, იმ საექსპორტო პოტენციალზე, რომელიც აქვს საქართველოს. ამასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა გამოფენაში, სადაც რამდენიმე ათეულ ქართულ კომპანიას ჰქონდა საშუალება წარედგინა თავისი პროდუქცია ადგილობრივი მომხმარებლისთვის.

ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ ექსპორტი, რომ შევაცმიროთ ის ძალიან მძიმე და მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში.

აქედან გამომდინარე, ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელიც ჩვენ ჩინეთთან გვაქვს და ამავე დროს ის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს იმპორტის ზრდას ჩინეთში, ეს არის უნიკალური ისტორიული შანსი ჩვენთვის, რომ საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი და დავაბალანსოთ ეს ძალიან მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასთან. ჩვენ გვჭირდება მეტი ექსპორტი, მეტი წარმოება, მეტი სამუშაო ადგილი, რომელიც საბოლოო ჯამში დაგვეხმარება იმაში, რომ გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

Comments
Loading...