ბაღაშვილისა და გურიის ქუჩებზე წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო

9

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა გლდანის რაიონში, ბაღაშვილისა და გურიის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანიამ 3 კმ სიგრძის წყალსადენის ქსელი სრულად განაახლა და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალ ქსელზე სატუმბო სადგური მოეწყო. შედეგად ავჭალა 2-ის დასახლების 400-ზე მეტ აბონენტს წყალმომარაგება გაუუმჯობესდება.

აღნიშნულ პროექტში ჯივიპიმ 270 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

Comments
Loading...