ბანკი Morgan Stanley რუსეთის ბაზარზე მუშაობას 9 თვეში შეწყვეტს

6

ბანკი Morgan Stanley, 9 თვეში რუსეთში მუშაობის შეწყვეტას აპირებს. ამის შესახებ, საფინანსო ორგანიზაცია თავის ფინანსურ ანგარიშში იუწყება.

დოკუმენტში, რომელიც Morgan Stanley-მა გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ 2020 წლის ფინანსური წლის პირველ კვარტალში, საფინანსო ორგანიზაცია რუსეთის ბანკში, ქვეყანაში ოპერირების შეწყვეტის შესახებ განცხადებას შეიტანს.

“ჯგუფი რუსეთში, საბანკო, საბროკერო და სადეპოზიტო ლიცენზიებზე უარის თქმას აპირებს და აგრეთვე სურს, ნებაყოფლობით მოახდინოს შესაბამისი ბიზნეს-განყოფილების ლიკვიდაცია”, – ნათქვამია გავრცელებულ ანგარიშში.

Morgan Stanley-ს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გასული წლის დეკემბერში გახდა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბანკი თანამშრომლების ნაწილის გაშვებას აპირებდა, ხოლო დარჩენილი ნაწილი სამუშაოდ ლონდონის ფილიალში გადავიდოდა.

Morgan Stanley-მ რუსეთში ოპერირება 1994 წელს დაიწყო. 2005 წელს კი, ბანკმა რუსეთის ტერიტორიაზე საბანკო ოპერაციების განხორციელების ლიცენზია მიიღო.

2008 წელს კი, Morgan Stanley-მ, ქვეყნის ტერიტორიაზე უვადო საბროკერო და სადეპოზიტო ლიცენზიები მიიღო.

Comments
Loading...