ახალციხეში სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნა

10

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ახალციხეში სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო გაიხსნა. საწარმოში 1 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 50-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

კომპანიის საწარმოო ხაზი მოიცავს თბოიზოლირებული და ბეტონის ბლოკის, სანიაღვრე არხის, სამშენებლო ფილის და ბორდიურის წარმოებას. აღნიშნული პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის არის გათვლილი.

პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „დემეტრე და კომპანიას“ ახალციხეში, ადიგენის ქუჩა N2-ში მდებარე 34 494კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 308 პროექტი, რომელთა ინვესტიციის ჯამური მოცულობა 675,4 მლნ ლარს აღემატება და სულ შეიქმნება 11 700-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

Comments
Loading...