- Advertisement -

ახალი საბაჟო გადასახადების დაწესების შემთხვევაში, Apple-ის პროდუქცია გაძვირდება

30

Apple-მა განაცხადა, რომ ჩინეთიდან აშშ-ში საქონლის შეტანაზე ახალი საბაჟო გადასახადების დაწესების შემთხვევაში, კომპანიის პროდუქცია გაძვირდება. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

"ჩვენ იმის გამო ვართ შეშფოთებული ამ ახალ საბაჟო გადასახადებთან დაკავშირებით, რომ ეს აშშ-ს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, ამერიკაში კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელს დაწევს, ხოლო ამერიკელი მომხმარებლებისთვის ფასებს აწევს", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი საბაჟო გადასახადების მიღების შემთხვევაში, გაიზრდება ჭკვიანი საათების Apple Watch-ის, უსადენო ყურსასმენების Air Pods-ის, კომპიუტერების Mac mini-ს, სტილუს Apple pencil-ის, სხვადასხვა ადაპტერებისა და დამტენების ფასი.

მიმდინარე წლის III კვარტალში, Apple-მა, ჩინეთში გაყიდვების შედეგად 9,6 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.

პარასკევს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან აშშ-ში შეტანილ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადს კიდევ 267 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდის. მან აგრეთვე განაცხადა, რომ აქამდე დააანონსებული საბაჟო გადასახადი იგივე საქონელზე, რომელიც 200 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ძალიან მალე შევა ძალაში. ტრამპს ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს დაკავშირებული იქნება პეკინის ქმედებებთან.

Comments
Loading...