ახალი პროდუქციის პრეზენტაციის შემდეგ, Apple-ის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

15

კომპანია Apple-ის კაპიტალიზაციამ, ახალი პროდუქციის პრეზენტაციის შემდეგ, 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და 1,010 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

პრეზენტაციის შემდეგ, საფონდო ბირჟების დახურვისას, Apple-ის ერთი ჩვეულებრივი აქციის ფასი 223,6 აშშ დოლარს გაუტოლდა.

ზრდამ 3,18%-ს მიაღწია. ამგვარად, კაპიტალიზაციის მაჩვენებლით, Apple-ს მხოლოდ კომპანია Microsoft-ი უსწრებს, რომლის საბაზრო ღირებულება 1,039 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

10 სექტემბერს, Apple-მა iPhone-ს სამი ახალი მოდელი – iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max წარადგინა. პირველ მოდელს ორი ძირითადი კამერა აქვს, ხოლო Pro ტელეობიექტივით, ჩვეულებრივი და ულტრაფართო კამერებითაც არის აღჭურვილი.

გარდა ამისა, კომპანიამ აგრეთვე წარადგინა მეშვიდე თაობის iPad-ი, ჭკვიანი საათი Apple Watch 5 და თამაშების სერვისი Apple Arcade. ბოლოს კი, კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ 1 ნოემბრიდან ამოქმედდება ვიდეოსერვისი Apple TV+.

Comments
Loading...