აშშ ჩინეთს, მადუროს რეჟიმისთვის 60 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაში ადანაშაულებს

12

აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ჩინეთი ერევა ვენესუელის საქმეებში. როგორც თავის ტვიტერზე აშშ-ის სახელმწიფოს დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი მორგან ორტაგუსი წერს, არსებოს მონაცემები იმის შესახებ, რომ ჩინეთმა ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს დაახლოებით 60 მილიარდი აშშ დოლარი გადასცა.

აქამდე კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ჩინეთი და რუსეთი, მადუროს რეჟიმთან კონტაქტის შენარჩუნების გამო გააკრიტიკა.

ჩინეთი ვენესუელის მსხვილი კრედიტორი ქვეყანაა. 2007 წელს მას ვენესუელას, ნავთობის მიწოდების სანაცვლოდ 50 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის თანხა გამოუყო. ზოგიერთი კი წერდა, რომ კრედიტის მოცულობა 60 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვენესუელამ ქვეყანას კიდევ დამატებით 20 მილიარი აშშ დოლარი უნდა დაუბრუნოს. თუმცა, ქვეყანაში ნიკოლას მადუროს მმართველობაში მოსვლის შემდეგ, ნავთობის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა.

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის იანვრის ბოლოს ჩატარდა, რომელშიც გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მოიპოვა. თუმცა, ქვეყნის პარლამენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა. რუსეთი მხარს მადუროს რეჟიმს უჭერს. აშშ, ევროპის ქვეყნები და ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა კი გუაიდოს მმართველობის ლეგიტიმურობას ემხრობა. თებერვალში, აშშ-მა, ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანია PDVSA-ს წინააღმდეგ სანქციები დააწესა და გაყინა მისი აქტივები, რომელიც 7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Comments
Loading...