აშშ-ში ილონ მასკს თაღლითობაში სდებენ ბრალს

9

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ (SEC), კომპანია Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი თაღლითობაში დაადანაშაულა. კომისიის პრეტენზიები მასკის პოსტებს უკავშირდება, რომელიც მან 7 აგვისტოს გამოაქვეყნა და სადაც აღნიშნავს, რომ მზად არის კომპანიის აქციები ბაზრიდან თითოზე 420 აშშ დოლარად გამოისყიდოს.

მასკის სხვა შეტყობინებებზე დაყრდნობით, რომლებიც მან ტვიტერზე გამოაქვეყნა, კომისიას მიაჩნია, რომ ბიზნესმენს შეგნებულად შეჰყავდა შეცდომაში ინვესტორები, როდესაც წერდა იმ ინვესტორის შესახებ, რომელიც მზად იყო დაეფინანსებინა აქციების გამოსყიდვის პროცესი. კომისიის მოსაზრების თანახმად, მასკას მსგავსი განცხადებების გაკეთებისთვის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.

“არც ცნობადობის სტატუსი, არც ტექნოლოგიური ნოვატორის რეპუტაცია არ ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდების შესახებ ფედერალური კანონებისგან გათავისუფლებას”, – აცხადებს SEC-ის დირექტორი სტეფანი ავაკიანი.

როგორც SEC-ის განცხადებაშია აღნიშნული, მასკმა იცოდა, ან დაუფიქრებლობით მოუვიდა, რომ მისი პოსტები ტვიტერზე სიცრუე იყო და ხალხი შეცდომაში შეყავდა, ვინაიდან არასდროს განუხილავს ასეთი ტრანზაქციების საკითხი დაფინანსების ნებისმიერ წყაროსთან.

ცნობილია, რომ მასკის საქმე მანჰეტენის სასამართლოს კარტოთეკაში გამოჩნდა. ამ ინფორმაციის ფონზე კი კომპანიის აქციები 12%-ით დაეცა.

ცნობისთვის, 7 აგვისტოს მასკმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ კომპანიის აქციების 420 აშშ დოლარად გამოსყიდვის საკითხს განიხილავს და ამას დაამატა, რომ ფინანსირებაც უზრუნველყოფილია. ირექტორთა საბჭოს 6-მე წევრმა განაცხადა, რომ მასკის წინადადება შესწავლილი იქნება.

გაზეთი The Wall Street Journal წერდა, რომ შემოწმება დაიწყო აშშ-ის ფასიანი ქაღალდების ფედერალურმა კომისიამ.

კომპანიის აქციონერების ჯგუფმა, Tesla-ს დამაარსებლის წინააღმდეგ სან-ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი იმტკიცებიან, რომ დანაკარგი ნახეს მასკის სწორედ ამ პოსტების გამო, რომლებიც მან ტვიტერზე დაწერა.

Comments
Loading...