აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ომის ესკალაციამ, კომპანია Tesla-ს და სხვა ავტოკონცერნებს დიდი დარტყმა მიაყენა

2

შეერთებული შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის განმეორებითმა ესკალაციამ ძლიერი დარტყმა მიაყენა ელექტრომობილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიას Tesla Inc.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 5,22%-ით დაეცა და თითოზე 227,01 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ 13 მაისს, კომპანიის თითო აქცია 224,5 აშშ დოლარად იყიდებოდა, რაც 6,3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ეს, 2017 წლის იანვრიდან მოყოლებული, კომპანიის აქციების ყველაზე დიდი ვარდნაა.

ერთადერთი, ვინც აღნიშნულ ინდექსში ზრდა მოახერხა, ეს ოთხი იაპონური ავტომობილების მწარმოებელი კომპანიაა, რომელთა აქციების გაყიდვა მანამ დასრულდა, სანამ ჩინეთი, აშშ-ის მიერ დაწესებულ საბაჟო გადასახადების საპასუხოდ მიღებული კონტრზომების შესახებ განაცხადებდა.

სავაჭრო დღე აგრეთვე მინუსებში დაასრულა ისეთმა კომპანიებმა, როგორიც არის გერმანული BMW AG და Daimler AG, ჩინეთში ამერიკული წარმოების ავტომობილების უმსხვილესმა იმპორტიორმა. მათი აქციები ფრანკფურტის ბირჟაზე 4,68%-ით დაეცა. General Motors Co.-მ კი ღირებულების 3,51% დაკარგა, ხოლო Ford Motor Co.-მ – 2,89%.

საბაჟო გადასახადებთან დაკავშირებით საპასუხო ზომების მიღების შეახებ პეკინმა 13 მაისს განაცხადა. ახალი ტარიფები 1 ივნისიდან ამოქმედდება. აქამდე ტრამპმა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს, ფაქტობრივად მთელ ჩინურ იმპორტზე საბაჟო გადასახადების ამოქმედების პროცესის ჩაშვება დაავალა.

Comments
Loading...