- Advertisement -

აშშ-მა, Danske Bank-ში ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

4

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, Danske Bank-ისგან, საკრედიტო ორგანიზაციის ესტონური ფილიალის საშუალებით ფულის გათეთრების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

ბანკში აცხადებენ, რომ თანამშრომლობენ ამერიკელ გამომძიებლებთან და რომ მომავალშიც ამას აპირებენ.

Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ კანონდარღვევები რეალურია, Danske Bank-ს აშშ-ის საბანკო ბაზარზე წვდომა აღარ ექნება, კერძოდ კი, ბანკისთვის აშშ დოლარით ანგარიშსწორების სისტემა ხელმისაწვდომი აღარ იქნება. აღნიშნული ახალი ამბების გავრცელების შემდეგ კი, ბანკის აქციები 2%-ით დაეცა.

ივლისში, ბრიტანული ფონდ Hermitage Capital-ის დამაარსებელმა უილიამ ბრაუდერმა დანიისა და ესტონეთის პროკურატურებში Danske Bank-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. იგი აცხადებს, რომ 2007-2015 წლებში, რუსეთში არსებული ესტონური განყოფილების ბანკიდან 9 მილიარდი აშშ დოლარის გადინება მოხდა, მათ შორის 230 მილიონი აშშ დოლარისა, რომელიც Hermitage Capital-ს უკავშირდება. ეს სქემა კი 2009 წელს, ციხეში გარდაცვლილმა იურისტმა სერგეი მაგნიტსკიმ გახსნა. ესტონეთში, ბრაუდერის სარჩელის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სექტემბრის ბოლოს, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით გამოწვეული სკანდალის ფონზე, თანამდებობა დატოვა Danske Bank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტომას ბორგენმა. მის პოსტზე კი მოვალეობის დროებით შემსრულებლად იესპერ ნილსენი დაინიშნა, რომელიც ბანკის დანიური განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი და Banking DK-ის ხელმძღვანელია.

Comments
Loading...