აშშ-მა ფრანგულ ღვინოზე შესაძლოა ტარიფები დააწესოს

7

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთი, ადგილობრივ ღვინოზე შესაძლო გადასახადის დაკისრების შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ Reuters წერს.

„ციფრული გადასახადი არ უნდა დაეწესებინათ“, – განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ პარიზს უკვე აცნობა ღვინოზე ტარიფების შესაძლო დაწესების შესახებ, ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ აშშ-ის მხრიდან კონკრეტული შეზღუდვები მალე გამოცხადდება და რომ ს შეზღუდვები შესაძლოა არამხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებს შეეხოს.

ივლისში საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს 3%-ის შეგროვებას, ეს კანონი 21 დღის განმავლობაში უნდა ამოქმედდეს. პროცენტს განაპირობებს ტექნოლოგიური გიგანტების ადგილობრივი მოგება – თუკი ეს გადააჭარბებს 25 მილიონ ევროს ქვეყნის შიგნით და 750 მილიონ ევროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გადასახადი შეეხება არამხოლოდ ამერიკულ, არამედ ევროპულ და აზიურ კომპანიებსაც. აშშ-ში კი ამაზე საპასუხოდ განაცხადეს, რომ ჩაატარებენ გამოძიებას. დონალდ ტრამპმა კი ამ ინიციატივას სისულელე უწოდა.

Comments
Loading...