აშშ-მა ფრანგული საქონლის იმპორტზე შესაძლოა 2,4 მილიარდი აშშ დოლარის საბაჟო გადასახადი დააწესოს

3

აშშ-ის ხელისუფლება მზად არის, რომ ქვეყანაში საფრანგეთიდან შეტანილ საქონელზე საბაჟო გადასახადი გაზარდოს, ვინაიდან საფრანგეთში ციფრულ მომსახურებაზე ახალი გადასახადი დააწესეს. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

საფრანგეთმა 2019 წლის 24 ივლისს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, IT კომპანიის მოგების 3% ქვეყანას მიაქვს. თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, ციფრული მომსახურების გადასახადი სწორედ ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც ბაზარზე დომინირებენ.

თავად გადასახადს, თეთრ სახლში “GAFA-ს გადასახადი” უწოდეს, რაც შემდეგნაირად იშიფრება G – Google, A – Apple, F – Facebook და A – Amazon. გარდა ჩამოთვლილი კომპანიებისა, დომინანტ კორპორაციებად აგრეთვე მოიაზრება Groupon Inc., eBay Inc., Match Group Inc. და Expedia Group.

ამის საპასუხოდ, აშშ აცხადებს, რომ განიხილავს 100%-იანი საბაჟო გადასახადების დაწესებას ფრანგული საქონელის იმპორტზე, რაც მთლიანობაში 2,4 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. სავარაუდო ტარიფების შესახებ განხილვა იანვრის შუა რიცხვებამდე უნდა მოხდეს. საუბარია ისეთი პროდუქციის შესახებ, როგორიც არის ღვინო, ყველი, ჩანთები, ფაიფური. 2018 წლისთვის, საფრანგეთიდან აშშ-ში იმპორტირებულმა საქონელის ღირებულებამ 52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Comments
Loading...