აშშ-მა მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე დაწესებული საბაჟო გადასახადები გააუქმა

7

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გააუქმა საბაჟო გადასახადები კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე. შესაბამისი განკარგულება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ტრამპს ამ ქვეყნებიდან იმპორტირებული რკინა და ალუმინი აშშ-ის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღარ მიაჩნია.

აშშ-მა 25%-იანი ტარიფები რკინის და 10%-იანი ტარიფები ალუმინის იმპორტზე მექსიკიდან და კანადიდან 2018 წლის 1 ივნისს დააწესა. საპასუხო ზომების სახით კი, ორმა აღნიშნულმა ქვეყანამაც, ზოგიერთ ამერიკულ იმპორტირებულ საქონელზეც დააწესა.

Bloomberg-მა და Politico-მ, 17 მაისს აშშ-ის გეგმების შესახებ დაწერეს, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ შეზღუდვები, USMCA-ს სამი ქვეყნის ზოგიერთი სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების საკითხებში, შესაძლოა დამხმარე ფაქტორი ყოფილიყო. მოგვიანებით, ამერიკულმა მხარემ დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია, ხოლო მექსიკა და კანადა დათანხმდა, გაეუქმებინათ ყველა მიღებული საპასუხო ზომა, რომელიც აშშ-ის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადების შედეგად განხორციელდა. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეეჩერებინათ ყველა დაუსრულებელი სასამართლო დავა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საბაჟო გადასახადებთან დაკავშირებით.

Comments
Loading...