აშშ-მა ირანულ ნავთობზე სრული ემბარგო დააწესა

15

აშშ-ის პრეზდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გაუგრძელოს ირანს სანქციების გაუქმების პერიოდი, რომელსაც ვადა მაისში ეწურება. შესაბამისი განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა.

გარდა ამისა, აშშ, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები შეთანხმდნენ აღნიშნული წინადადების ნავთობის ბაზარზე შენარჩუნებისთვის მიღებული იქნას შესაბამისი ზომები. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის ხელისუფლება და მათი მოკავშირეები გააგრძელებენ ირანის ადმინისტრაციაზე ზეწოლას.

“ეს გადაწყვეტილება იმისკენ არის მიმართული, რომ ირანული ნავთობის ექსპორტი ნულ მაჩვენებელზე ჩამოვიდეს, რათა ირანული რეჟიმს შემოსავლების ძირითადი წყარო აღარ ჰქონდეს”, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანული ნავთობის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები 2018 წლის 4 ნოემბერს ამოქმედდა. სანქციების მიხედვით, ირანული ნავთობის ყიდვა იკრძალება. სანქციების დარღვევის შემთხვევაში კი წესდება დამატებითი სანქციები. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანული ნავთობის შესყიდვა ჩინეთმა, ინდოეთმა და კიდევ 6-მა ქვეყანამ 4 მაისს უნდა შეწყვიტონ.

Comments
Loading...