- Advertisement -

აშშ-მა ირანის 600-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

7

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის 600-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. მისი თქმით, საუბარია ფინანსურ შეზღუდვებზე.

“დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ სანავთობო, არამედ ფინანსური სანქციები, რომელიც დღეს ირანის წინააღმდეგ ამოქმედდება, ეფექტიანი იქნება და ირანის რეჟიმის ქცევაზე იქონიებს გავლენას. ასეთია ჩვენი მოლოდინი. სწორედ ეს გახლავთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიზანი”, – აღნიშნავს პომპეო.

შშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება მიმდინარე წლის მაისში დატოვა. მაშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ სანქციებს 5 ნოემბერს განაახლებდა.

უკვე 3 ნოემბერს კი, ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ღიაა ირანთან ახალი შეთანხმების გაფორმებისთვის. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალმა შეთანხმებამ ირანთან სამუდამოდ უნდა დაუბლოკოს თეირანს ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გზა. მისი თქმით, მანამ, სანამ მსგავსი შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ამერიკის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოქმედებაში იქნება.

Comments
Loading...