აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

2

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ისინი მიმართულია ქვეყნის სამშენებლო სექტორისა და ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ.

ამერიკის ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ ირანის სამშენებლო სექტორი პირდაპირ, თუ არაპირდაპირ კონტროლდება ისლამური რევოლუციის კორპუსის მიერ, რომელიც აშშ-მა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, აშშ-მა გადაწყვიტა სანქციები დააწესოს სამშენებლო მასალებზე, რომლებიც ირანში მშენებლობებისას გამოიყენება, მათ შორის დაუმუშავებელ და ნახევრად დამუშავებულ გრაფიტსა და თიხაზე.

გარდა ამისა, აშშ-ში აკრძალეს ირანში უჟანგავი მეტალისა და მისგან დამზადებული მილების შეტანა, აგრეთვე ფოლგის ზოგიერთი სახეობის, რადგან ირანმა ისინი შესაძლოა ბირთვული პროგრამის ფარგლებში გამოიყენოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნულმა შეზღუდვებმა, წესით ხელი უნდა შეუშალოს ირანის განვითარებას.

სექტემბრის ბოლოს, აშშ-მა სანქციები დააწესა ირანის ნაციონალური ბანკის წინააღმდეგ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ ეს ყველაზე მკაცრი ზომებია, რაც კი ოდესმე ირანის წინააღმდეგ მიღებულა. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინის განცხადებით კი, ბანკი ირანის ხელისუფლებისთვის რესურსების ბოლო წყარო იყო.

Comments
Loading...