- Advertisement -

აშშ, კანადა და მექსიკა NAFTA-ს შეთანხმების აღდგენაზე შეთანხმდნენ

5

ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის წარმომადგენლები ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (NAFTA) აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია კანადის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელდა.

“დღეს, კანადას, შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის ახალი, მოდერნიზებული სავაჭრო შეთანხმების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ეს ხელს შეუწყობს თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებს, უფრო სამართლიან ვაჭრობასა და ეკონომიკურ ზრდას ჩვენს რეგიონში”, – ნათქვამია კანადის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მედია წერს, ხელშეკრულებას სახელწოდება შეეცვლება და ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ნაცვლად, აშშ-ს, მექსიკისა და კანადის შეთანხმება ერქმევა.

როგორც კანადის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი შეთანხმება “გააძლიერებს შუა კლასს და კარგ, კარგად ანაზღაურებად სამუშაოებს შექმნის. ის ახალ შესაძლებლობებს ქმნის თითქმის ნახევარი მილიარდი ადამიანებისთვის, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკას სახლს უწოდებენ”.

Comments
Loading...