აშშ-ის სახელმწიფო ვალმა რეკორდულ 23 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია

6

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა რეკორდულ 23 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო იუწყება.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ციფრი 31 ოქტომბრის მდგომარეობას შეეფერება.

როგორც The Hill იუწყება, ქვეყნის ეროვნული ვალის მოცულობამ სწრაფი ზრდა მას მერე დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. მის ინაუგურაციამდე აშშ-ის სახელმწიფო ვალი 19,9 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

22 ტრილიონ აშშ დოლარიან ნიშნულს (მშპ-ის 76%), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალმა 2019 წლის თებერვალში მიაღწია. ივნისში, ამერიკის კონგრესის სამმართველო ბიუჯეტის კონტროლის საკითხებში იტყობინებოდა, რომ 2049 წლისთვის, ქვეყნის სახელმწიფო ვალი უპრეცენდენტო მაჩვენებელს მიაღწევდა და ქვეყნის მშპ-ის 144%-ს შეადგენდა და რომ საუბარია ამერიკის ეკონომიკისთვის არსებულ რეალურ რისკებზე.

Comments
Loading...