აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის დაფინანსება შესაძლოა შემცირდეს

21

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოითხოვა, რომ 2020 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტში სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსება, გასული წლის დოკუმენტებთან შედარებით, 23% -ით შემცირდეს. წინადადებები თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

2020 ფისკალური წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 ოქტომბერს იწყება. ორი დეპარტამენტის მთლიანი დაფინანსება 12.3 მილიარდი დოლარი იქნება, ვიდრე პროგნოზირებდნენ.

საერთო ჯამში, სახელმწიფო დეპარტამენტი და USAID-ი $40 მილიარდს მიიღებენ (საერთაშორისო მიმართულებით, პრეზიდენტი კიდევ $ 1.6 მილიარდი გამოყოფას ითხოვს, მაგრამ ის აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის პროგრამებს გადაეცემათ).

კონკრეტული პროგრამები, რომლის დაფინანსებაც შემცირდა, დოკუმენტში განსაზღვრული არ არის. თუმცა, როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, ორი ორგანიზაციის საბიუჯეტო დაფინანსება შემცირდება. მათი განმარტებით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო “თანამედროვე ეპოქასთან ადაპტირებული” იქნება და “ამერიკელ ხალხს უკეთეს შედეგს მოუტანს”.

დონალდ ტრამპი “საერთაშორისო პარტნიორებს” სთავაზობს, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების ხარჯები უფრო მეტი პასუხისმგებლობით გადაანაწილონ. გარდა ამისა, ის აუცილებლად მიიჩნევს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებას, რაც “ამერიკის ინტერესებთან უფრო ახლოსაა”. ვაშინგტონი შეეცდება, ორგანიზაციების ეფექტიანობა გააუმჯობესოს, მათ შორის გაერო-ს.

Comments
Loading...