აშშ-ის სასამართლომ, ტრამპს, მექსიკის კედლის სექციების აშენებისთვის 2,5 მლრდ დოლარი გამოუყო

9

აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ დონალდ ტრამპს, მექსიკის კედლის რამდენიმე სექციის ასაშენებლად, პენტაგონის ბიუჯეტიდან 2,5 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ხუთმა მოსამართლემ, ხოლო წინააღმდეგი ოთხი იყო. მათ გააუქმეს ქვედა ინსტანციის დადგენლება, რომელიც ბლოკავდა ტრამპის ქმედებებს. თავად ამერიკის პრეზიდენტმა, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი გამარჯვება უწოდა.

Associated Press აღნიშნავს, რომ ტრამპი აგრეთვე იმედოვნებს 3,6 მილიარდი აშშ დოლარის მიღებას სამხედრო ფონდებიდან და 600 მილიონი აშშ დოლარის მიღებას ფინანსთა სამინისტროს ფონდიდან.

მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა, ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა. მშენებლობის დაფინანსება კი, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის უთანხმოებას იწვევს, რის გამოც, წლის დასაწყისში აშშ-ში რეკორდული შათდაუნი მოხდა.

შედეგად, ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა, რათა კონგრესის მიერ უკვე გამოყოფილი 6 მილიარდი აშშ დოლარი სხვა მიზნებისკენ მიემართა, კედლის აშენებისკენ. სწორედ ამ თანხაში შედის პენტაგონის მიერ გამოყოფილი 2,5 მილიარდი აშშ დოლარი.

Comments
Loading...