- Advertisement -

აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების ფონზე ნავთობის ფასები დაეცა

9

დღეს, აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი სანქციების გამო, რომელიც ირანული ნავთობის ექსპორტსაც შეეხო, ნავთობის ფასები დაეცა.

ლონდონის ბირჟა ICE-ს მონაცემების მიხედვით, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 0,26%-ით, ბარელზე 72,64 აშშ დოლარამდე დაეცა. ამერიკული სააგენტო EIA-ს სტატისტიკით კი, WTI-ის ფიუჩერსების ფასი 63,69 აშშ დოლარამდე დაეცა, რაც ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელზე 3,64 აშშ დოლარით ნაკლებია.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ოქტომბრის დასაწყისიდან მოყოლებული, Brent-მა და WTI-მ, მთლიანობაში, 15%-ზე მეტი დაკარგეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები დღეს განაახლა. აღნიშნული სანქციები აგრეთვე მოიცავს ირანული ნავთობის ექსპორტსა და საბანკო სექტორს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ეკონომიკური სანქციები აგრეთვე განხორციელდა ირანის 600-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ. ირანის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს ნავთობით ვაჭრობას, რათა გაარღვიოს ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები.

Comments
Loading...