აშშ-ის, კანადისა და მექსიკის ლიდერებმა ახალ სავაჭრო შეთანხმებას ხელი მოაწერეს

6

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ და მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ ახალ სავაჭრო შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ზონის (NAFTA) წინა ხელშეკრულება შეცვალა,-ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მისი რატიფიცირება სამი ქვეყნის პარლამენტში, მათ შორის აშშ-ს კონგრესში უნდა მოხდეს.

წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობას დემოკრატები წარმოადგენენ, დოკუმენტის რატიფიცირება შესაძლოა პრობლემატური იყოს.

ადრე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადასა და მექსიკასთან გარიგება შესაძლოა პოლიტიკური მიზეზით უარყოფილი იყოს.

Comments
Loading...