აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, ინტერნეტის შესახებ კანონის გამო, კალიფორნიის შტატს უჩივლა

9

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, კალიფორნიის შტატის მთავრობას, ინტერნეტის შესახებ მიღებული კანონის გამო სასამართლოში უჩივლა.

აღნიშნული კანონი ქსელურ ნეიტრალიტეტს გულისხმობს, რომლის თანახმადაც, ინტერნეტ პროვაიდერებს ეკრძალებათ გარკვეული კონტენტის დაბლოკვა, ან მასზე წვდომის შეზღუდვა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში, კალიფორნიის შტატის საქციელს უკანონო უწოდეს და ბრალი დასდეს ქვეყნის ფედერალური ძალების დერეგულირებადი მიდგომისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაში.

აღნიშნული კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2015 წლის თებერვალში მიიღეს, ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ადმინისტრაციის პერიოდში. 2017 წლის დეკემბერში კი აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ აღნიშნული კანონი გააუქმა. კომისიამ თავისი ქმედება ინტერნეტის ღიაობისთვის მხარდაჭერად ახსნა.

Comments
Loading...