- Advertisement -

აშშ-ის ანტირუსული სანქციების გამო, გერმანიის ეკონომიკას დიდი ზიანი მიადგა

7

გერმანიის ეკონომიკას დიდი დანაკარგი აქვს სანქციების გამო, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა. ამის გამო, გერმანიის ეკონომიკა კიდევ დაკარგავს ასობით მილიონს, შორეულ პერსპექტივაში კი მილიარდობით ევროს. ამის შესახებ აღნიშნულია კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევაში.

ინსტიტუტის ერთ-ერთი ეკონომისტის თქმით, აღნიშნული სანქციები ძალიან დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსკოვისა და ბერლინის ვაჭრობაზე. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ძირითადი ზიანი ფინანსურ შეზღუდვებს კი არა, არამედ რუსეთის ბაზრიდან გერმანული ბანკებს გასვლას მოაქვს. მისი მოსაზრებით, მსგავსი ტენდენცია ქვეყნებს შორის ვაჭრობის პერსპექტივას ძალიან ართულებს.

ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებით, ყოველთვიურად გერმანიის ეკონომიკა, რუსეთის წინააღმდეგ განხორცილებული სანქციების გამო, საშუალოდ 727 მილიონ აშშ დოლარს კარგავს, რაც ექსპორტის მთელი მოცულობის 0,8%-ს შეადგენს.

ამასთან, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზიანი, რომელიც შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ ვაშინგტონის მხრიდან ახალი სანქციების დაწესებამ გამოიწვიოს, საკმაოდ რთული შესაფასებელია.

Comments
Loading...