აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო ომის გამო, მსოფლიო ეკონომიკამ შესაძლოა 850 მლრდ აშშ დოლარი დაკარგოს

6

სავაჭრო ომთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ, რომელიც გამოწვეულია აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომით, მომდევნო წლისთვის შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ მსოფლიო ეკონომიკა 850 მილიარდ აშშ დოლარს დაკარგავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტო ეყრდნობა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ გაკეთებულ ანალიზს. ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ გაუარესებული სავაჭრო პოლიტიკა 1970-იან წლებში არსებულ დონემდე მივიდა.

ამ ყველაფრის ფონზე, საწარმოები ანელებენ წარმოების ტემპებს და ამცირებენ ინვესტიციებს. ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გლობალური მასშტაბით მისი შედეგი დაახლოებით 1%-იანი მშპ იქნება.

Reuters-ის შეფასებით, ამ ეტაპზე აშშ-ის მშპ დაახლოებით 20 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო მსოფლიო მშპ – დაახლოებით 85 ტრილიონ აშშ დოლარს. ამასთან, 1%-იანი მშპ-ის გავლენა აშშ-ის სავაჭრო სფეროში 200 მილიარდ აშშ დოლარის დაკარგვას გამოიწვევს ქვეყნის მშპ-სთან მიმართებით, ხოლო მსოფლიო მშპ-სთან მიმართებით – 850 მილიარდი აშშ დოლარის.

Comments
Loading...